მმართველი გუნდი


„კაბადონი“ კომპანია „რედიქსის“ მმართველობის ქვეშ არსებული ბუტიკ-სასტუმროა. „რედიქსის“ საქმიანობის სფერო უძრავი ქონების – საცხოვრებელი, საოფისე, კომერციული ფართობებისა და სხვა ობიექტების მართვასა და განვითარებას მოიცავს. კომპანიის HoReCa ქსელში შედის სასტუმროები, რესტორნები და კაფეები არა მხოლოდ თბილისის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. დღესდღეობით, „რედიქსის“ მმართველობითი პორტფელი 20-ზე მეტ სხვადასხვა კონცეფციისა და განსხვავებული ფუნქციური დანიშნულების პროექტს აერთიანებს.
ლაშა პაპაშვილი, კომპანია „რედიქსის“ გენერალური დირექტორი - „კაბადონი“ კომპანია „რედიქსის“ HoReCa მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ დავიშურეთ ენერგია და რესურსი იმისთვის, რომ შეგვექმნა მართლაც განსაკუთრებული და ექსკლუზიური პროდუქტი, უნიკალური სასტუმრო, რომელიც თავისი მახასიათებლებით გამორჩეულია რეგიონში.
„კაბადონი“ პირველი სასტუმროა საქართველოში, რომელიც გაწევრიანებულია სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ბრენდის Preferred Hotel Group - Preferred Boutique ქსელში (www.preferredboutique.com). საერთო ჯამში კომპანია აერთიანებს 700-მდე დამოუკიდებელ ფეშენებელურ სასტუმროსა და კურორტს მსოფლიოს 70-მდე ქვეყანაში – ამერიკა, ევროპა, აფრიკა, შუა აზია, ავსტრალია, ახალი ზელანდია და წყნარი ოკეანის ქვეყნები. ამ რუკას ახლა უკვე საქართველოც დაემატა.
საქართველოს ტურისტული პოტენციალი ამოუწურავია... კულტურული მემკვიდრეობა, ისტორიული ძეგლები, ბუნება, კერძები, ღვინო და აგროტურიზმი ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ სტუმარს იზიდავს. ჩვენი მიზანი ტურისტულად მიმზიდველი რეგიონების გამოცოცხლება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და დამსვენებლისთვის კომფორტული პირობების შექმნაა“.