პროცედურები

"ელემისი"


„კაბადონის“ მაღალკვალიფიციური კოსმეტოლოგები და მასაჟისტები ცნობილი ბრიტანული ბრენდის, „ელემისის“, პროდუქციას იყენებენ. „ელემისი“ კანის მოვლის საშუალებებისა და სპაპროდუქციის წარმოების ერთ-ერთი ლიდერია და საპატიო ადგილს იკავებს მსოფლიოს სპაინდუსტრიის წამყვანი ბრენდების ხუთეულში.
„ელემისის“ ნატურალური ინგრედიენტების საფუძველზე დამზადებულ თერაპიულ პროდუქტებს 6 მილიონზე მეტი ერთგული მომხმარებელი ჰყავს. სახისა და სხეულის გაახალგაზრდავებისთვის შექმნილი უნიკალური ნაწარმი სილამაზის სამყაროში უკანასკნელი დროის მნიშვნელოვან მიღწევადაა აღიარებული. „ელემისის“ პროდუქციას 1200-ზე მეტი ფეშენებელური სპაკურორტი და ელიტური სალონი იყენებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

გადმოწერეთ ბროშურა