საცურაო აუზი

თუ ძალების აღდგენა, სხეულის გამოცოცხლება და შინაგანი ჰარმონიის დაბრუნება გესაჭიროებათ, შეგიძლიათ ესტუმროთ „კაბადონის“ საცურაო აუზს, რომელიც განსაკუთრებულია თავისი ადგილმდებარეობით – აუზის შემინული პანორამული ვიტრაჟებიდან ალაზნის ველისა და კავკასიონის მთების ულამაზესი ხედი იშლება.
წელიწადის ნებისმიერ დროს თქვენ განკარგულებაშია აუზი, რომელიც უახლესი ევროპული სტანდარტების გათვალისწინებითაა შექმნილი – გაწმენდისა და ფილტრაციის სრულყოფილი სისტემა წყლის კრისტალურ სისუფთავეს ინარჩუნებს.
აუზთან განთავსებული სარელაქსაციო ზონა უნიკალური ხედით დაგავიწყებთ სტრესსა და დაძაბულობას, ყოველდღიურ პრობლემებსა და დაღლილობას... სრული განტვირთვის ატმოსფეროში ადვილად შეძლებთ სასიამოვნო შთაბეჭდილებების, დადებითი ემოციების, ოცნებებისა და სიმშვიდის სამყაროში გადანაცვლებას.