საუნა

ფინური საუნა


მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული ტრადიციული ფინური საუნის სამკურნალო თვისებები საყოველთაოდაა ცნობილი. მიიჩნევა, რომ ცხელი ჰაერი არა მხოლოდ წმენდს და აახალგაზრდავებს კანს, არამედ სხვადასხვა დაავადებებისგანაც კურნავს ორგანიზმს. თავად ფინელებისთვის საუნა არის ადგილი, სადაც იფანტება აგრესია და ისადგურებს სიმშვიდე.
ფინური საუნა გაათავისუფლებს თქვენს სხეულს ტოქსინებისგან, მოგაცილებთ ზედმეტ წონას, დაგეხმარებათ განტვირთვასა და სტრესის მოხსნაში. თქვენი კანი საგრძნობლად ჯანსაღი, გლუვი და ლამაზი გახდება, განწყობა კი ბევრად ამაღლებული და პოზიტიური.

არომასაუნა


არომათერაპია ნატურალური ეთერზეთების გამოყენების უძველესი მეთოდია, უსაფრთხო და ეფექტიანი საშუალება ორგანიზმის გაჯანსაღებისა და სხეულის კოსმეტიკური მოვლისთვის. არომასაუნის საიდუმლო ორთქლისა და არომათერაპიის კომბინაციაშია. ამ პროცედურის დროს სამკურნალო ეთერზეთები აღწევს სისხლძარღვებში, გაიწოვება და გამაჯანსაღებელ ზეგავლენას ახდენს მთელ ორგანიზმზე.
არომასაუნაში ვიზიტი დაგეხმარებათ იმუნიტეტის გაუმჯობესებასა და კუნთების ტკივილისგან გათავისუფლებაში, სხეულის რელაქსაციასა და გონების განტვირთვაში, გაქრება სტრესით გამოწვეული შფოთვა და დაძაბულობა, გაახალგაზრდავდება, გასუფთავდება და გალამაზდება თქვენი კანი.