სტანდარტი


•სტანდარტული ოთახი (ხედით ქალაქზე)
•მანსარდული ტიპის ოთახი (ხედით ქალაქზე)
•მანსარდული ტიპის ოთახი (ხედით ალაზნის ველზე)
•ოთახი ტერასით (ხედით ქალაქზე)
•ოთახი ტერასით (ხედით ალაზნის ველზე
„კაბადონში“ თავმოყრილი 14 სტანდარტული ნომერი განსხვავებულია კონფიგურაციით, თუმცა, სასტუმროს საერთო სტილი და ხასიათი ყველგან შენარჩუნებულია. სტანდარტული, მანსარდის ტიპის და ტერასიანი ოთახების ნაწილი სიღნაღის ისტორიულ ცენტრს, ნაწილი კი ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებს გადაჰყურებს.
ოთახების სადა, რბილი ტონალობა მშვიდ და მყუდრო ატმოსფეროს ქმნის, გემოვნებით შერჩეული მასალების, ფუნქციური, კომფორტული ავეჯისა და დეკორატიული ელემენტების კონტრასტული სინთეზი ინტერიერს მეტად თავისებურ, დამახასიათებელ იერს სძენს.

დელუქსი


„კაბადონის“ ოთხივე დელუქსნომრიდან ალაზნის ველისა და კავკასიონის შესანიშნავი პანორამული ხედი იშლება. მინიმალისტურ სტილში გადაწყვეტილ ინტერიერში მთავარი აქცენტი დეკორატიულ ნივთებზე, ფარდაგებზე, ხალიჩებსა და სხვა აქსესუარებზე კეთდება.
დელუქსნომრებში თანამედროვე განათების, ავეჯის სწორხაზოვანი, მარტივი ფორმებისა და მრავალფეროვანი აღმოსავლური მოტივების, ინტერიერის ფერების ნეიტრალური პალიტრისა და დეკორის ჭრელი ელემენტების შეხამებით იქმნება დახვეწილი, ელეგანტური, კომფორტული გარემო, აუცილებელი სასიამოვნო დასვენებისა და დადებითი ემოციების მოზღვავებისთვის.

აპარტამენტი



• მცირე აპარტამენტი
• დუპლექსაპარტამენტი
• აპარტამენტი „მეფე ერეკლე“
„კაბადონის“ სამივე აპარტამენტი თავისებურად განუმეორებელია. აქ ჰარმონიულადაა შერწყმული ექსკლუზიურობა და კომფორტი, გემოვნება და პრაქტიკულობა. მინიმალისტური დიზაინის საავტორო ავეჯისა და ქართული, ტრადიციული ელემენტების საინტერესო კომბინაციის საშუალებით ოთახებში უჩვეულო ატმოსფეროა შექმნილი. თანამედროვე სტილის აპარტამენტებში ქართული ხასიათი და კოლორიტი იგრძნობა. საერთო შთაბეჭდილებას ფანჯრებიდან გადაშლილი ულამაზესი პეიზაჟიც აძლიერებს.
„მეფე ერეკლე“ – ყველაზე ექსკლუზიური აპარტამენტი დიდი ტერასით, განცალკევებით მდგარ შენობაშია განთავსებული და დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს. „მეფე ერეკლეს“ სტუმრები ისარგებლებენ ნომრის ინდივიდუალური მომსახურებით და იზოლირებული კიბით სპაცენტრში მოსახვედრად.

ყველა ნომერში გათვალისწინებულია:
• კონდიციონერი
• გათბობა
• ხმის იზოლაცია
• სამუშაო მაგიდა
• მოსასვენებელი ზონა
• საპირფარეშო
• საპირფარეშოს აქსესუარები
• სააბაზანო
• საშხაპე
• თმის საშრობი
• სასწორი
• აბაზანის ხალათი
• ოთახის ფეხსაცმელი
• სატელიტური ტელევიზია
• თხევადკრისტალიანი ეკრანი
• ტელეფონი
• უფასო WI-FI
• სეიფი
• მინიბარი
• გაღვიძების მომსახურება