აფილირებული ბრენდი

Preferred Boutique-ის ქსელში გაწევრიანებულ სასტუმროებსა და კურორტებს უნიკალურობა და ექსკლუზიურობა გამოარჩევს. Preferred Boutique-ის სასტუმრო ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მოგზაურობისას განცდილი შთაბეჭდილებების სიაში და წარუშლელ კვალს ტოვებს დამსვენებელთა მოგონებებში.

Preferred Boutique-ი 2005 წელს დაარსდა და მალევე დაიმკვიდრა სახელი როგორც ბრენდმა, რომელიც ბუტიკ-სასტუმროს სამაგალითო სტანდარტს განსაზღვრავს. Preferred Boutique-ის სახელი, დღესდღეობით, მომხმარებლის წარმოსახვაში პირდაპირ უკავშირდება საუკეთესო ბუტიკ-სასტუმროში დასვენების არაჩვეულებრივ გამოცდილებას. ამ ქსელში გაწევრიანებული სასტუმროები (თითოეული მათგანი 100 ან ნაკლებ ნომერს აერთიანებს) 4 თემატურ კატეგორიად იყოფა: „კლასიკა“, „დიზაინი“, „თავგადასავალი“ და „კურორტი“. კატეგორიებად დაყოფა ამარტივებს სასტუმროს მომსახურებისა და სტილის იდენტიფიკაციას, ხელს უწყობს მომხმარებელს არჩევანში და მისი გემოვნების შესაფერისი სასტუმროს მოძებნაში: თანამედროვე დიზაინისა და დახვეწილი მომსახურების მოყვარულები უპირატესობას „დიზაინს“ მიანიჭებენ, „კლასიკა“ მათთვისაა, ვისაც ტრადიციები და ელეგანტურობა იზიდავს; „თავგადასავალი“ დამსვენებელს ფუფუნებასა და თავგადასავალზე ორიენტირებულ გარემოს სთავაზობს, „კურორტი“ კი ექსკლუზიურობასა და ინდივიდუალურ მომსახურებას აერთიანებს.

Preferred Boutique-ის ქსელის სასტუმროები მსოფლიოს ულამაზეს წერტილებშია განთავსებული. ჩამონათვალი მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც ურბანული ტიპის სასტუმროებსა და კარვების ბანაკებს, ისე სასახლეებსა და კერძო კუნძულებს. მათ შორისაა უნიკალური სასტუმრო Keppler პარიზში, The Sherry-Netherland ნიუ-იორკში, Peter Island კარიბის ზღვის კუნძულებზე და სხვა.
Preferred Boutique-ი Preferred Hotel Group-ში გაწევრიანებული ბრენდების ოჯახის წევრია. მის სტუმრებს საშუალება აქვთ, ჩაერთონ სპეციალურ პროგრამაში I Prefer™ Guest Benefit Program და ისარგებლონ სხვადასხვა სახის უპირატესობებით: ადრეული რეგისტრაცია ან გვიანი გაწერა სასტუმროდან, მუდმივად განახლებადი ინფორმაციის მიღება ნომრების ხელმისაწვდომობის შესახებ, აეროპორტიდან სასტუმროში უფასო ტრანსპორტირება და ერთის ფასად ორი სპაპროცედურის შეძენის შესაძლებლობა.

რეზერვაციისა და Preferred Boutique კოლექციის სრული აღწერის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: www.preferredboutique.com.