ქორწილები

ქორწილები და წვეულებები – სასტუმრო „კაბადონში“ ნებისმიერი ფორმატის ღონისძიების ორგანიზებაა შესაძლებელი. აღნიშნეთ თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი დღე განსხვავებულად – გადაიხადეთ ოცნების ქორწილი ბუტიკ-სასტუმრო „კაბადონში“, ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ჩანაფიქრის რეალიზებაში, გავითვალისწინებთ თქვენს თხოვნებსა და სურვილებს, ვიზრუნებთ თქვენს კომფორტსა და უსაფრთხოებაზე, ვეცდებით, იდეალურად გათვლილი დეტალების ერთობლიობით შევქმნათ სრულყოფილი გარემო თქვენთვის და თქვენი სტუმრებისთვის. ჩვენთვის არაფერია შეუძლებელი!
საზეიმო წვეულებისთვის თქვენ განკარგულებაშია სასტუმროს რესტორანი და ტერასები ღია ცის ქვეშ, საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ თანამედროვე, უახლესი აუდიო და ვიდეოაპარატურით. „კაბადონის“ სამზარეულო თქვენს სტუმრებს უგემრიელესი კერძებით გაანებივრებს. მენიუ თქვენი გემოვნებისა და ღონისძიების სპეციფიკის გათვალისწინებით შედგება.
შესანიშნავი ადგილმდებარეობა, კოლორიტული გარემო და ულამაზესი ხედი, ინტერიერის ორიგინალური დიზაინი, კომფორტული ნომრები, თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა, უგემრიელესი სამზარეულო და ბრწყინვალე მომსახურება – „კაბადონში“ დაგხვდებათ ყველაფერი, რაც თქვენი ღონისძიების განსაკუთრებულობისთის არის აუცილებელი და რაც თქვენს სტუმრებს სასიამოვნო განწყობას შეუქმენის...