ტურები

კახეთი - საოცნებო მხარე


1 - დღიანი ტური კახეთში

მარშრუტი: სიღნაღი-ბოდბე-ყვარელი-გრემი-სიღნაღი
სატრანსპორტო მომსახურება: მსუბუქი ავტომანქანა, მიკროავტობუსი, ავტობუსი
კვება: ლანჩი, ღვინის დეგუსტაცია
ხანგძლივობა: 7-8 საათი

სიღნაღი – საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი, დროში გამოძერწილი ხუროთმოძღვრებითა და უნიკალური ადგილმდებარეობით, ამაყად გადაჰყურებს ალაზნის ველის გაშლილ სივრცესა და კავკასიონის ქედებს.
ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი – საქართველოს განმანათლებლის, წმ.ნინოს დაკრძალვის ადგილზეა აგებული. სიწმინდის, სიმშვიდის და ბუნების ხელთუქმნელი სილამაზის საოცარი ნაზავი სულიერებისა და სიჯანსაღის ერთიანობის განუმეორებელ შეგრძნებას იწვევს.
ცნობილი ქართველი რეჯისორის კოტე მარჯანიშვილის ყვარლის სახლ-მუზეუმი კი, თავისი ძველებური მარნით, ულამაზესი ბაღით, პირადი ნივთებითა და თეატრალური ცხოვრების ამსახველი ექსპონატებით, იმდროინდელი სახელოვნებო და კულტურული ცხოვრების მონაწილედ და თანაზიარად გაქცევთ.
აქვე გიმასპინძლებთ ღვინის მწარმოებელი კომპანია „მეღვინეობა ხარება“, რომელიც მაღალი ხარისხის ღვინოს უახლესი ტექნოლოგიებითა და ტრადიციული მეთოდებით აწარმოებს. აქ ღვინო 7,7კმ. სიგრძის გვირაბში ინახება, რომელიც კავკასიონის ქედის (კლდის) მასივშია გამოჭრილი და მუდმივ 10-11°C ტემპერატურას ინარჩუნებს. გვირაბის დათვალიერების შემდეგ ადგილობრივ ღვინოებს დააგემოვნებთ.
დღის ბოლოს კი გრემი. მთის ბორცვზე განლაგებული ეს ლამაზი, XVI - XVII საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი, მეფე ლევანის დავალებითაა აგებული. კომპლექსის გალავანში მოქცეულია საცხოვრებელი კოშკი და მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი.
კომპლექსის დათვალიერების შემდეგ სიღნაღს დაუბრუნდებით.

კახეთის ბუნების სიმდიდრეები


1-დღიანი ტური ბუნების მოყვარულთათვის ვაშლოვანის ნაკრძალში

მარშრუტი: სიღნაღი-ვაშლოვანის ნაკრძალი-სიღნაღი
სატრანსპორტო მომსახურება: ორხიდიანი ტრანსპორტი
კვება: პიკნიკი
ხანგძლივობა: 8-9 საათი

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები კახეთის ორი მთავარი მდინარის – იორისა და ალაზნის შორისაა მოქცეული და ეროვნულ პარკს, ნაკრძალს და ბუნებრივ ძეგლებს („ჯუმას ყურეს ალაზნის ჭალებს“, „ტახტითეფას ტალახის ვულკანებს“ და „არწივის ხეობას“) მოიცავს. ამ უნიკალური ფლორისა და ფაუნის მქონე ტერიტორიის მთლიანი ფართობი 25 000 ჰა-ს აღწევს და საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ვაშლოვანში 1-დღიანი ვიზიტისას თქვენ მოინახულებთ სტუმართა ცენტრს, ხორნაბუჯის XIII საუკუნის ციხის ნანგრევებსა და „არწივის ხეობას“ .
გაატარეთ დაუვიწყარი დღე ბუნების წიაღში და აღმოაჩინეთ თქვენთვის უცნობი საქართველო.

კახეთის სიწმინდეები


1 - დღიანი პილიგრიმტური
მარშრუტი: სიღნაღი-ბოდბე- ყვარელი-ნეკრესი-გრემი-ალავერდი-სიღნაღი
სატრანსპორტო მომსახურება: მსუბუქი ავტომანქანა, მიკროავტობუსი, ავტობუსი
კვება: ლანჩი
ხანგძლივობა: 7-8 საათი

ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი – საქართველოს განმანათლებლის, წმ.ნინოს დაკრძალვის ადგილზეა აგებული. სიწმინდის, სიმშვიდის და ბუნების ხელთუქმნელი სილამაზის საოცარი ნაზავი სულიერებისა და სიჯანსაღის ერთიანობის განუმეორებელ შეგრძნებას იწვევს.
გზად ნეკრესისკენ ცნობილი ქართველი რეჯისორის, კოტე მარჯანიშვილის ყვარლის სახლ-მუზეუმი კი, თავისი ძველებური მარნით, ულამაზესი ბაღით, პირადი ნივთებითა და თეატრალური ცხოვრების ამსახველი ექსპონატებით, იმდროინდელი სახელოვნებო და კულტურული ცხოვრების მონაწილედ და თანაზიარად გაქცევთ.
ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ტაძარს აერთიანებს. აქედან ერთ-ერთი, IV საუკუნის პირველი ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკა, უძველესია საქართველოში შემორჩენილ ეკლესიებს შორის...
…შემდეგ – გრემი. მთის ბორცვზე განლაგებული XVI-XVII საუკუნის ხუროთმოძღვრების ეს ულამაზესი ძეგლი მეფე ლევანის დავალებითაა აგებული. კომპლექსის გალავანში საცხოვრებელი კოშკი და მთავარანგელოზის სახელობის ტაძარია მოქცეული. გრემის შემდეგ ისევ სიღნაღს დაუბრუნდებით.
დღის ბოლოს ალავერდის საკათედრო ტაძარსა და მონასტერს ესტუმრეთ, რომელიც კვირიკე კახთა მეფემ XI საუკუნეში წმინდა გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო. სამონასტრო ცხოვრება აქ ერთ-ერთი ასურელი მამის, იოსებ ალავერდელის მეშვეობით დაწყებულა ჯერ კიდევ VI საუკუნეში. ტაძარი ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში. განსაკუთრებულ ინტერესს ტაძარში შემორჩენილი XIII საუკუნის ფრესკები იწვევს.

ღვინის გზა


1 - დღიანი ტური კახეთში
მარშრუტი: სიღნაღი-წინანდალი-ალავერდი-გურჯაანი-სიღნაღი
სატრანსპორტო მომსახურება: მსუბუქი ავტომანქანა, მიკროავტობუსი, ავტობუსი
კვება: ლანჩი
ხანგძლიობა: 7-8 საათი

წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელობის სახლ-მუზეუმი ეპატიჟება ყველას, ვინც ამ ოჯახითა და მე-19 საუკუნის საზოგადო თუ კულტურული ცხოვრებითაა დაინტერესებული. განახლებულ და აღდგენილ სასახლეში სტუმრებს შეუძლიათ დაათვალიერონ სასახლე, მიმდებარე ბაღი და ენოთეკა.
მოგვიანებით ალავერდის საკათედრო ტაძარსა და მონასტერს მოინახულებთ, რომელიც კვირიკე კახთა მეფემ XI საუკუნეში წმინდა გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო. სამონასტრო ცხოვრება აქ ერთ-ერთი ასურელი მამის, იოსებ ალავერდელის მეშვეობით დაწყებულა ჯერ კიდევ VI საუკუნეში. ტაძარი ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში. განსაკუთრებულ ინტერესს ტაძარში შემორჩენილი XIII საუკუნის ფრესკები იწვევს. აქვე, ისარგებლეთ შანსით და აუცილებლად დააგემოვნეთ ალავერდის მონასტრის ბერების მიერ დაწურული განსაკუთრებული ბუკეტის ღვინო.
ესტუმრეთ ალაზნის ველზე გაშენებულ ვენახებს.
დღის ბოლოს ღვინის მწარმოებელ კომპანიას, „მეღვინეობა ხარებას“ ეწვიეთ, რომელიც მაღალი ხარისხის ღვინოს უახლესი ტექნოლოგიებითა და ტრადიციული მეთოდებით აწარმოებს. აქ ღვინო 7,7კმ. სიგრძის გვირაბში ინახება, რომელიც კავკასიონის ქედის (კლდის) მასივშია გამოჭრილი და მუდმივ 10-11°C ტემპერატურას ინარჩუნებს. გვირაბის დათვალიერების შემდეგ ადგილობრივ ღვინოებს დააგემოვნებთ.

შეხება ბუნებასთან


1 - დღიანი ტური ლაგოდეხის ნაკრძალში ბუნების მოყვარულთათვის
მარშრუტი: სიღნაღი-ლაგოდეხის ნაკრძალი - სიღნაღი
სატრანსპორტო მომსახურება: მსუბუქი ან ორხიდიანი ავტომანქანა
კვება: პიკნიკლანჩი
ხანგძლივობა: 8-9 საათი

გაემგზავრეთ საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს ნაკრძალში და მოინახულეთ ლაგოდეხის მრავალფეროვანი ტყე-პარკი. საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ეს დაცული ტერიტორია კავკასიონის მთავარი ქედის კალთებზეა განფენილი და მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 400-დან 3500 მეტრამდე მერყეობს. 1-დღიანი ვიზიტი საშუალებას გაძლევთ, ვიწრო საფეხმავლო ბილიკით მიხვიდეთ „გურგენიანის ჩანჩქერთან“, მოინახულოთ მრავალსაუკუნოვანი ცაცხვის ხე და დაისვენოთ ბუნების წიაღში.
მოინახულეთ ლაგოდეხის ნაკრძალი და დატკბით ბუნების მრავალფეროვნებით.