ღვინის ბარი

საქართველო ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა ევროპაში და ამას არქეოლოგიური აღმოჩენებიც ადასტურებს. გათხრების შედეგად ნაპოვნია მევენახეობისა და ღვინის წარმოების ნიშნები - 7000 წლის წინანდელი ყურძნის წიპწები და სხვადასხვა ფორმის ანტიკური ჭურჭელი. საქართველოს რეგიონებს შორის მევენახეობით ყველაზე განთქმული კახეთია. ამიტომაც გადაწყდა სიღნაღში განთავსებულ სასტუმრო „კაბადონში“ ღვინის სადეგუსტაციო ბარის მოწყობა.

„კაბადონის“ ღვინის ბარში შეგიძლიათ სხვადასხვა სახის როგორც ქართული, ისე უცხოური ღვინოების დეგუსტაცია და შეძენა. ღვინის ბარის სისტემატურად განახლებული კოლექცია მრავალფეროვან ასორტიმენტს მოიცავს – როგორც ტრადიციული ქართული დაწურვისა და შენახვის წესით დამზადებულ, ისე ევროპული მეთოდით ჩამოსხმულ ღვინოს.
სამუშაო საათები: 11:00-დან 23:00 საათამდე.