სანსეტ ლაუნჯი

„სანსეტ ლაუნჯი“ ტერასაზე, ღია ცის ქვეშ განთავსებული მოსასვენებელი ზონაა. თანამედროვე და ლაკონური დიზაინი არ ღლის თვალს და დასვენებისთვის აუცილებელ მსუბუქ და მშვიდ განწყობას უზრუნველყოფს. კომფორტული ავეჯი და სასიამოვნო მუსიკა იდეალურ ატმოსფეროს ქმნის მეგობრებთან ერთად განტვირთვის ან სპაპროცედურებისა და ვარჯიშის შემდგომ რელაქსაციისთვის.
აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ცხელი და ცივი სასმელები, ადგილზე დამზადებული კოქტეილები, გაირუჯოთ დღის განმავლობაში, საღამოს კი დატკბეთ მზის ჩასვლის შთამბეჭდავი პეიზაჟით.
სამუშაო საათები: 11:00-დან 23:00 საათამდე.