რესტორანი კაბადონი

ახალი, ნატურალური, ადგილობრივი წარმოების, სეზონური პროდუქტებით დამზადებული უგემრიელესი კერძები, შეზავებული ნამდვილი ქართული სტუმართმოყვარეობითა და თავაზიანი, ყურადღებიანი პერსონალის უმაღლესი ხარისხის მომსახურებით - სწორედ ასეთ მასპინძლობას გპირდებათ რესტორანი „კაბადონი“, სადაც მოხერხებულ და მყუდრო ატმოსფეროს 50-იანი წლების კლასიკური მოდერნის სტილში გადაწყვეტილი ინტერიერი ქმნის.
ჩვენთან ყველაფერი საუკეთესოა – განწყობა, გარემო და, რაც მთავარია, ტრადიციული ქართული სამზარეულოსა და ევროპული კერძების მრავალფეროვანი ასორტიმენტი. გვინდა, რომ თქვენთვის ერთნაირად სასიამოვნო იყოს როგორც საუზმე ოჯახის წევრებთან ერთად, ისე ბიზნესლანჩი, სადილი საქმიან პარტნიორებთან, რომანტიკული ვახშამი ან თუნდაც მეგობრების წრეში გატარებული ხალისიანი საღამო. ვცდილობთ, შეგიქმნათ საუკეთესო განწყობა და კერძების მირთმევის შემდეგაც გაგიხანგრძლივოთ ჩვენთან სტუმრობით მიღებული კმაყოფილება.
სასიამოვნო ამინდში რესტორნის არაჩვეულებრივი ტერასა გიმასპინძლებთ, სადაც კულინარიული შედევრების დაგემოვნებას და პარალელურად ალაზნის ველისა და კავკასიონის მთების თვალწარმტაცი პანორამით დატკბობას შეძლებთ. საღამოხანს ელექტროპიანინოზე შესრულებული მელოდიების ფონი დასვენებისა და განტვირთვისთვის შესაფერის რომანტიკულ განწყობას შეგიქმნით. ქართული და ევროპული კერძების მრავალფეროვანი არჩევანი, შესანიშნავი ღვინო საქართველოს საუკეთესო ვენახებიდან და უნიკალური ხედი – დაუვიწყარი ემოციებით გაგილამაზებთ ჩვენთან გატარებულ თითოეულ დღეს.
რესტორან „კაბადონის“ სამუშაო საათები:
საუზმე: 08:00-დან 11:00 საათამდე (შაბათ-კვირას 08:30-დან 11:30-მდე) – კონტინენტური საუზმე, შვედური მაგიდა და ცხელი კერძები შეკვეთით;
ლანჩი: 12:00-დან 14:00 საათამდე – Prix Fixe Three Course Menu (სამკერძიანი ფიქსირებული მენიუ);
ვახშამი: 18:00-დან 20:00 საათამდე – Prix Fixe Three Course Menu (სამკერძიანი ფიქსირებული მენიუ);
14:00 საათიდან 23:00 საათამდე – A la Carte Menu (მთავარი მენიუ შეკვეთით).
სამზარეულო: ქართული და ევროპული კერძები.
ადგილების რაოდენობა დარბაზში: 90
ადგილების რაოდენობა ტერასაზე: 30